II კატეგორიის ტექნიკოსი
- მდებარეობა თბილისი
- განყოფილება მეტეო სისტემების სამსახური
- ბოლო ვადა 04 აპრილი
შესავალი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს მეტეო სისტემების სამსახურში II კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციაზე. თბილისი - 1 ვაკანსია
სამუშაო აღწერილობა
ძირითადი მოვალეობები:
• AWOS სისტემის ოპერატიული კონტროლი და საბაზო მომსახურების ჩატარება.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათით, საშუალო განათლების დამდასტურებელი დოკუმენტი, შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 04 აპრილის ჩათვლით.
თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „მეტეო სისტემების სამსახური - ტექნიკოსი“.
გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• საქართველოს მოქალაქეობა;
• საშუალო განათლება;
• ქართული ენის ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა;
• სამუშაო გამოცდილება - ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული მოთხოვნები:
• ტექნიკური აზროვნების უნარი;
• კომუნიკაბელურობა;
• პუნქტუალობა;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• გუნდური მუშაობის უნარი.